четверг, 13 ноября 2008 г.

ქორწილი

GEARN -ის საცდელი პროექტი
ტრენერი ხათუნა ციხალაშვილი.

1. პროექტის სახელი: „ქორწილი“

2. პროექტის აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ საქართველოს კუთხეში საქორწილო ცერემონიალის სხვადასხვაობას. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქართული საქორწინო ცერემონიალის თავისებურებებს, გაეცნობიან ნიშნობისა და გამზითვების ტრადიციებს, შეისწავლიან სხვადასხვა ეპოქაში საქორწილო სამოსის ცვლილებებს, გაიცნობენ ქართული სუფრის თავისებურებებს: კერძებს, ქორწილის სასმელებს, ფინანსურ მხარეს ქორწილის გამართვის სეზონურ დამოკიდებულებას.

მოსწავლეებს შეუძლიათ დახატონ ნახატები, შექმნან ბლოგები, განათავსონ ფოტო სურათები.

4. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი

5. ვადები/ხანგრძლივობა: ნოემბერი-აპრილი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსია, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, პლაკატების, ნახაზების, ფოტომასალის, პრეზენტაციების მომზადება.

7. მოსალოდნელი შედეგები: საქორწინო ცერემონიათა სხვადასხვაობის შესახებ სტატიების ელ.ვერსია, მოსწავლეები დახვეწენ ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის ცოდნასს, შეისწავლიან ვებ-2.0 სერვისების გამოყენებას.

8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაამდიდრებენ ქართულ ვებ სივრცეს, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეებს, გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტით თავიანთ პროექტს.

9. სამუშაო ენათ: ქართული

10. საგნებთან/საგანთა ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გაიუმჯობესებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია-(სხვადასხვა კუთხის ტრადიციები), გეოგრაფია-(კუთხეების ადგილმდებარეობა), მათემატიკა- (ფინანსური ხარჯები), ბიოლოგია-(კვების პროდუქტები და სეზონური დამიკიდებულებები), ქიმია-(ბაქტერია და სოკო), საინფორმაცია ტექნოლოგიები.

11. მონაწილე სხვა სკოლები:

12. პროექტის ფასილიტატორი: ჯინჯოლავა ქეთინო, ადამია თეა.

13. ფასილიტატორის ელ. მისამართი: jinjolava.keti@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx/.1ea81ba6/12


15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://qorcili.blogspot.com